Sunday, March 29, 2015

,გაკვეთილის მთავარი თემა
წითელქუდა სოკოები 
სწავლების საფეხური
დაწ. 5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
7 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის კლასში
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე  შეძლებს დეკორატიული დაგამოყენებითი ნა-
 მუშევრების შექმნას ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლი-
თი უნარების გამომუშავებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეს გამომუშავდება სხვადასხვა სახის ხელოვნური
რესურსის გამოყენებბით დეკორატიული ნამუშევრის შექმ
ნის უნარი გამოუმუშავდება სამუშაოს თანმიმდევრულად
დაგეგმის და სხვებთან თანამშრომლობის უნარ ჩვევა.

წინასწარი ცოდნა
ცნობს ასახელებს სოკოებს
შეუძლია ხელოვნური რესურსის გამოყენება
შეფასების საგანი და პროცედურები
განმსაზღვრელი,  განმავითარებელი (სიტყვიერი კომენტარი)
სასწავლო მასალადა ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, ფერადი ქაღალდი,
ერთერჯადი ჭიქები, ფლომასტერი,  ღილები. პლასტელინი
მცენარ.  ფოთლები, ხავსი , მუყაო, მაკრატელი,  წებო. ხავსი.
გაკვეთილის მსვლელობა
1საორგანიზაციო საკითხი-2წთ.
პროექტორის საშუალებით კლასი აკვირდება სოკოებსა და
მცენარეებს. მასწავლებლის თხოვნით ასახელებენ მათ შორის სოკოებს. შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხებს  -2 წთ.
1.სად უნახავთ სოკო?
2.შეიძლება თუ არა ყველა სოკოს ჭამა?
3.რა ზიანის  მოტანა შეუძლია სოკოს ადამიანისთვის?
3.წიგნზე მუშაობა-3წთ. {ინდიუალურად}
მოსწავლეები აკვირდებიან სახელმძღვანელოში მოცემულ
ილუსტრაციებს.
4.პრაქტიკული სამუშაო-20 წთ. {ჯგუფური}
მასწავლებელი კლასს ჰყოფს ორ ჯგუფად.
თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება ერთჯერადი ჭიქების
ფერადი  ქაღალდის, ღილების,  ბამბის, საძერწის, წებოს,
მაკრატლის, ფლომასტერების საშუალებით შექმნან სოკოები.
5. ტყის მოდელის შექმნა-10 წთ.
პრაქტიკული საქმიანობა ჯგუფში წარიმართება თავიანთი
ნამუშევრების გამოყენებით შექმნიან ერთი ტყის მოდელს.
ამისთვის  გამოიყენებენ  მუყაოს  ნაჭერს, მცენარის ფოთებს და ხავსს. მოსწავლეები ინტერესდებიან ნამუშევრებით, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აზრს,მსჯელობენ, ეკითხებიან რჩევას.
6.შეჯამება-3 წთ.
მოსწავლეებს  ვურჩევ დაარქვან სახელი და  განათავსონ    კლასის  ერთ- ერთ  თვალსაჩინო კუთხეში.
ნამუშევრის ერთ -ერთ  სახელად  შევთავაზებ ,,სოკოებით
დასახლებული   ტყე“.
7.  შეფასება - 3 წთ.
 განმავითარებული შეფასების  რუბრიკის გამოყენებით
შევაფასდება მოსწავლეთა შემოქმედების უნარი,  თანამშრომლობა, ნამუშევრის ხარისხი.
შეფასების  სქემა

საშუალო
5 - 6
ფლობს   თემის  ირგვლივ  ინფორმაციას და  ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში.
შეუძლია  ილუსტრაციების  ამოცნობა.

საშ. მაღალი
7 - 8
აანალიზებს  კომპოზიციას  და  მხატვრულ  საშუალებებს,   აღიქვამს
ხელოვნების  ხერხებს,  ჩართულია  ჯგუფურ  მუშაობაში,  შეუძლია შექმნას  აპლიკაცია.
მაღალი
9 -10
აქტიურია გაკვეთილზე,  შეუძლია  იმსჯელოს   და  თავისი  აზრი  სრულყოფილად  გადმოსცეს.  არის  შემოქმედებითი,  შეუძლია   აპლიკაციის  შექმნა,  ქმნის დეკორატიულ  და  გამოყენებით  ნამუშევრებს,  თანამშრომლობს  ჯგუფში,  შეუძლია  პრობლემების
მოგვარების  ალტენატიული  გზების  მოძიება,  განხილვა.

Saturday, March 28, 2015

გავიარე ბლოკზე რეგისტრაცია და გამოვაქვეყნებ საგაკვეთილო გეგმას,